• Geo
  • Eng
18.05.2018
19 მაისი დინამოს ისტორიაში

19 მაისს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრას ლანჩხუთში სამტრედიას წინააღმდეგ ჩაატარებს. ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მატჩი 17.00 საათზე დაიწყება.

 

19 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 12 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელებმა 5 შეხვედრა სათავისოდ დაასრულეს და 4- ჯერ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 19/13 დინამოს სასარგებლოდ.

 

1945 წელს დინამომ ლენინგრადის ზენიტი მიიღო და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ერთი გოლი ასლან ხარბედიამ გაიტანა, ავტოგოლი კი ნიკოლაი კოპუსის ანგარიშზეა. 1957 წელს ვლადიმერ ელოშვილის და ბორის ხასაიას გოლებით მინსკში სპარტაკს ვაჯობეთ 2:0. 1961 წელს ბაქოში ნეფთჩისთან ვითამაშეთ ფრედ 1:1, გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა. მომდევნო წელს ტაშკენტში პახტაკორთან დავმარცხდით 0:2. 1966 წელს კუიბიშევში კრილია სოვეტოვმა მოგვიგო 2:1, გოლი კი მიხეილ მესხმა გაიტანა. 1973 წელს მოსკოველმა თანაკლუბელებმა თბილისში გვაჯობეს სამი უპასუხო გოლით. 1976 წელს მოსკოვში ლოკომოტივთან გატანილი გოლების გარეშე მორჩა მატჩი. 1981 წელს ოდესაში ჩერნომორეცს რამაზ შენგელიას გოლით დავუზავდით 1:1.

 

1991 წელს დინამომ ოზურგეთში ადგილობრივი მერცხალი 2:0 დაამარცხა. გოლები გია ჯიშკარიანმა და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. 1995 წელს თერჯოლას საპოვნელა 8:2 დავჯაბნეთ. დუბლი გოჩა ჯამარაულმა, ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ყიფიანმა შეასრულეს. თითო გოლი გიორგი დემეტრაძის და გიორგი ქინქლაძის ანგარიშზეა. 1999 წელს გორში დილას გიორგი ქებაძის და კახა გოგიჩაიშვილის გოლებით 2:1 მოვუგეთ. 2001 წელს ლოკომოტივმა იმარჯვა 1:0.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024