უმაღლესი ლიგის XXIII ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი თბილისში ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- გ. ჩიგოგიძე და ბ. ჭიჭინაძე. სათადარიგო მსაჯი ლ. სილაგავა.
ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 24 მარტს გამართული – სასკო 4:3 ჭიათურა იმსაჯა. შეხვედრამ ისე ჩაიარა, რომ არბიტრს არც ერთი ფეხბურთელი არ გაუფრთხილებია.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს ამა წლის 9 მარტს იმსაჯა. მატჩის დროს კრიჭაშვილმა ტორპედოელი ტუღუში გააფრთხილა.
ალექსანდრე კრიჭაშვილი
დაბადების თარიღი: 1967 წლის 15 ოქტომბერი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 50 თამაში / 157 ყვითელი / 8 წითელი / 6 პენალტი
პირველი ლიგა - 31 თამაში / 111 ყვითელი / 4 წითელი / 6 პენალტი
საქართველოს თასი - 9 თამაში / 49 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი