საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 9 იანვრიდან შეიკრიბება და ათ დღიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლის, რა პერიოდშიც ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.
დინამო თბილისიდან შეკრებაზე 9 ფეხბურთელია გამოძახებული:
საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე, გიორგი გვასალია, შოთა დიაკონიძე, ნიკა ჩიქოვანი, ნიკა ელისაშვილი, ლუკა წულაია, რეზი დანელია და ვახო სალია.