• Geo
  • Eng
26.07.2018
აკადემიის გუნდებმა ვარჯიში განაახლეს

დინამოს აკადემიაში საზაფხულო პაუზა დასრულდა და ჭაბუკთა ასაკობრივმა გუნდებმა ვარჯიშები განაახლეს. დედაქალაქელთა 19 წლამდე შემადგენლობა ორშაბათიდან შეკრებაზეა შესული და დღეში ორჯერად წვრთნას გადის. ოქროს ლიგის განახლებამდე ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს. ინტენსიურ ვარჯიშებს ატარებენ ასევე 17 და 15 წლამდე დინამოელებიც, შეგახსენებთ თბილისელები ასაკობრივ ჯგუფებში მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან და მოქმედი ოქროსმედალოსნები ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძვიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024