• Geo
  • Eng
23.05.2018
25 მაისი დინამოს ისტორიაში

დინამო თბილისი 25 მაისს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრას გამართავს, რომელშიც ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება.

25 მაისს დინამოს თავის ისტორიაში სულ 8 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული (აქედან ერთი სწორედ ტორპედოსთან). აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში 25 მაისს თამაში არ გაუმართავს. 8 შეხვედრიდან თბილისელებმა 4 დაასრულეს მოგებით და სამჯერ ითამაშეს ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 11/7 დინამოს სასარგებლოდ.

1947 წელს დინამო მოსკოვში სპარტაკთან 0:1 დამარცხდა. 1949 და 1957 წლებში ჩვენმა გუნდმა ორჯერ მოუგო სტალინოს შახტიორს. პირველად გასვლაზე 3:2, ხოლო სახლში 3:1. პირველ ჯერზე ვიქტორ პანიუკოვმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო მეორე მატჩში გოლები ბორის ხასაიამ, ავთანდილ ჭკუასელმა და ვლადიმერ ელოშვილმა გაიტანეს. 1958 წელს კიშინიოვში მოლდოვასთან 1:1 ვითამაშეთ. გოლი თენგიზ მელაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო წელს კი მისივე გოლით 1:0 სტალინოს შახტიორს მოვუგეთ. 1962 წელს ქუთაისის ტორპედოსთან მატჩი უგოლო ყაიმით დავასრულეთ. 1975 წელს მანუჩარ მაჩაიძის ზუსტი თამაშით მოსკოვის ცსკა- ს 1:0 ვაჯობეთ. 1986 წელს კი ბაქოში ნეფთჩისთან შეხვედრა 2:2 მორჩა. დუბლი ვალერი გაზაევის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024