• Geo
  • Eng
22.05.2018
კიტეიშვილი, ზივზივაძე და ხარაბაძე ეროვნული ნაკრებში

1 და 5 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ჯვაროსნები ერთა ლიგის მოსამზადებელ ეტაპს გადიან და პირველ ამხანაგურს მალტის ეროვნულ ნაკრებთან ავსტრიის ქალაქ შვაცში გამართავენ, ხოლო 5 ივნისს ლუქსემბურგში ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. ვლადიმირ ვაისმა აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან სამ ფეხბურთელს უხმო. ჯვაროსანთა ნაკრების თეთრ-წითელ ფორმას ჩვენი გუნდის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, ფორვარდი - ბუდუ ზივზივაძე და მარცხენა მცველი - ლევან ხარაბაძე მოირგებენ. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში დებიუტის შანსი მიეცა 18 წლის ლევან ხარაბაძეს, რომელიც მიმდინარე სეზონში დინამოს ძირითადის ფეხბურთელად იქცა. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024