• Geo
  • Eng
05.08.2018
დინამოელები 17 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 15 აგვისტოდან ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის თასის გათამაშებაში ჩაერთვება. კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ბოლო ორი გათამაშება სწორედ ჭაბუკ ჯვაროსანთა გამარჯვებით დასრულდა. ზვიად ჯელაძემ გუნდი დღეიდან შეკრიბა, ნაკრებში კი დინამოს აკადემიიდან 12 ფეხბურთელს უხმო. ლუკა ხარშილაძე, ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, საბა ხვადაგიანი, თორნიკე მორჩილაძე, ირაკლი აზაროვი, ბაკურ ჯინჯოლავა, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი მირზიკაშვილი, გიორგი სიჭინავა, გიორგი აბუაშვილი და ნიკა კონიაშვილი აღნიშნული ტურნირისთვის მოემზადებიან. საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ა ჯგუფში 15 აგვისტოს ლიეტუვას შეხვდება, 16 აგვისტოს სლოვაკეთს დაუპირისპირდება და 18 აგვისტოს უკრაინას ეთამაშება. ბ ჯგუფში ბელორუსი, თურქეთი, ისრაელი და ლატვია იასპარეზებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024