დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობა განაგრძობს მზადებას და მორიგი ამხანაგური მატჩიც გამართა. დინამოელებმა აკადემიის მოედანზე შევარდენს უმასპინძლეს და 5:1 დაამარცხეს მეტოქე. გოლები მოისწრაფიშვილმა, გაბუნიამ, ბერიაშვილმა, მექვაბიშვილმა და ხვადაგიანმა გაიტანეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 6 აგვისტოს საუდის არაბეთის ნაჰდასთან გამართავს.
U19 დინამო: ხარშილაძე, ძოწენიძე, უგრეხელიძე, გილმორი, გაბიტაშვილი, დარცმელია, კიტეიშვილი, მოისწრაფიშვილი, აზაროვი, ბაბუნაძე, გულდედავა
მეორე ტაიმში შევიდნენ: კუტალაძე, კალანდაძე, ხვადაგიანი, ბაძაღუა, გაბელაია, მექვაბიშვილი, ბერიაშვილი, ქორიძე, წოწონავა, ხორხელი, გაბუნია