• Geo
  • Eng
29.05.2018
ესპანელი ფეხბურთელები სინჯებზე

დღეს დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მორიგი წვრთნა გამართეს. უამინდობის გამო სამწვრთნელო შტაბმა ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში ჩაატარა. დღევანდელ ვარჯიშს არაერთი ფეხბურთელი აკლდა, რომლებიც ეროვნულ, ახალგაზრდულ და 18 წლამდე ნაკრებებში არიან მიწვეულნი. ვარჯიშზე არ გახლდათ ასევე მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავაც, რომელიც ეს დღეები სამწვრთნელო PRO ლიცენზიის მორიგ ეტაპს გადის. სამაგიეროდ წვრთნაში მონაწილეობას იღებდნენ ესპანეთიდან ჩამოსული ფეხბურთელები. 29 წლის ფორვარდი ბორის გაროსი და 22 წლის ნახევარმცველი ალექსანდერ კიერემე. ბორის გაროსი ბოლოს რეკრეატივო უელვაში გამოდიოდა, ხოლო განელი წარმოშობის ალექს კიერემე საფეხბურთო კლუბ გავაში ასპარეზობდა. იგი ალბასეტეს სკოლის აღზრდილია და მანამდე სწორედ ამ გუნდში თამაშობდა. სანაკრებო პაუზის პერიოდში სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება მათ და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ. კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი, 25 წლის ცენტრალური მცველი კარლეს მასი, რომელიც ჟირონას ღირსებას იცავდა, საწვრთნელ პროცესს ხვალ შეუერთდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024