• Geo
  • Eng
28.05.2018
U15 მაქსიმალური შედეგით

17 წლამდელების დარად ჯგუფური ეტაპი დინამოს 15 წლამდე შემადგენლობამაც დაასრულდა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ასევე მაქსიმალური შედეგი აჩვენა და ჯგუფში ათიდან ათივე შეხვედრა მოიგო. თბილისელებმა გაიტანეს 48 გოლი და საკუთარ კარში მიიღეს მხოლოდ 2. დინამო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ნორჩ დინამოს ეთამაშა და 6:0 დაამარცხა მეტოქე. გოგობერიშვილმა და სიხარულაშვილმა დუბლი შეასრულეს. კიდევ ორი გოლი კი ბაბლუანმა და ხვადაგიანმა გაიტანა. დინამოელები ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან და ტიტულის დაცვას ოქროს ლიგაში ორიოდე კვირის შემდეგ განაგრძობენ. დინამოსთან ერთად საჩემპიონო მარათონში მონაწილეობას მიიღებენ: სფფ- ს აკადემია, სფფ- ს აკადემია 2, სფფ- ს აკადემია ზუგდიდი, დინამო ბათუმი, ტორპედო ქუთაისი, სამტრედია, ლოკომოტივი, საბურთალო და ოლიმპიკი.

 

U15 ნორჩი დინამო 0:6 დინამო თბილისი

დინამო თბილისი: შურღაია (მოდებაძე 36), გოგოტიშვილი, სალუქვაძე, ხვადაგიანი (უბილავა 36), ქავთარაძე, გაგნიძე, გოგობერიშვილი, სიჭინავა, ბაბლუანი (იობაშვილი 36), სიხარულაშვილი (მელაძე 48), შენგელია (უდესიანი 48)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024