19 წლამდე დინამოელები მოახლოვებული ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩები ჩაატარა. დინამოელებმა საბურთალოს 4:0 აჯობეს და ლოკომოტივი 5:2 დაამარცხეს. ორივე ამხანაგურმა მატჩმა დინამოელთა უპირატესობიტ ჩაიარა და ეს დაფიქსირებულ ანგარიშებშიც აისახა. პირველ მატჩში გოლები ბერიაშვილმა, მოისწრაფიშვილმა, ძოწენიძემ და ვერულიძემ გაიტანეს. ლოკომოტივთან კი თავი ბერიაშვილმა, გულდედავამ, კიტეიშვილმა ორჯერ და ვერულიძემ გამოიჩინეს. ჩვენი გუნდის მწვრთნელის განცხადებით გუნდი ინტენსიურად ვარჯიშობს და ემზადება 19 წლამდელთა ოქროს ლიგის განახლებისთვის.