• Geo
  • Eng
03.06.2018
გამარჯვენა ამხანაგურ მატჩში

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს. კახი კაჭარავამ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ცხინვალს უმასპინძლა. თავიდანვე აღნიშვნის ღირსია, რომ დინამოელებმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზეს. მოგეხსენებათ ჩვენი გუნდის არაერთი ფეხბურთელი ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშია გამოძახებული. სინჯებზე მყოფი სამი ფეხბურთელიდან კი დღეს მხოლოდ ერთმა - ალექს კიერემემ ითამაშა. რაც შეეხება ბორის გაროსის და კარლეს მასს, მათ კახი კაჭარავა და ჩვენი სამწვრთნელო შტაბი გამოყოფილ პერიოდში უკვე დააკვირდნენ და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანეს. ახლო მომავალში შესაძლოა ჩვენმა მწვრთნელებმა ესპანელი ფეხბურთელები კიდევ ერთხელ ნახონ საქმეში. თავად ამხანაგური მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში ჯოხაძემ გახსნა, ცხინვალს კი გოლები კიერემემ, კიტეიშვილმა და ივანიშვილმა გაუტანეს.

 

დინამო 3:1 ცხინვალი

დინამო: ხარშილაძე, რუხაია, ივანისენია, თოთაძე, უგრეხელიძე, ნინუა, პ. კიტეიშვილი, კიერემე, ქოჩლაძე, ივანიშვილი, ერგემლიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქარდავა, კაკულია, კუცია, აზაროვი, მოისწრაფიშვილი, კვარაცხელია, ძოწენიძე, ქაფიანიძე, გაბედავა, მირზიკაშვილი, გულდედავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024