ხვალიდან საწვრთნელ შეკრებას საქართველოს 16 წლამდე ნაკრები შეუდგება. გიორგი ჩიტაურის გუნდი 25 და 27 აგვისტოს კაუნასში ლიეტუვასთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. დინამოს აკადემიიდან 16 წლამდე ნაკრებში 8 ფეხბურთელს უხმეს. ნიკა შურღაია, გიორგი უბილავა, დათო გოგოტიშვილი, გიორგი ჩხეტიანი, ზაურ სიჭინავა, ლუკა გაგნიძე, საბა გეგიაძე და ჯადული იობაშვილი აღნიშნულ მატჩებისთვის მოემზადებიან.