მესამე დღეა სასტუმრო მოხალისეში უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მესამე მოდული მიმდინარეობს, რომელშიც ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი - კახი კაჭარავაც იღებს მონაწილეობას. მოდულის მთავარი თემა თამაშის ანალიზი გახლავთ. მსმენელები, ტუტორებთან და უეფადან მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, გასული მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს განიხილავენ და ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილების ხელმძღვანელისგან - კრის ვან დერ ჰაგენისგან აღნიშნული ქვეყნის ეროვნული ნაკრების მუნდიალზე წარმატებული გამოსვლის ანალიზს მოისმენენ.