საქართველოს 17 წლამე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირი ლიეტუვასთან გამარჯვებით დაიწყო. ზვიად ჯელაძის შეგირდებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს. ანგარიში მოტეიშუს ბურბასმა გახსნა, რასაც დინამოელთა - თორნიკე მორჩილაძისა და გიორგი აბუაშვილის გოლები მოჰყვა ბალტიელთა კარში. ნაკრების შემადგენლობაში გოლების ავტორთა გარდა კიდევ შვიდმა დინამოელმა - ლუკა ხარშილაძემ, საბა ხვადაგიანმა, ლაშა კვარაცხელიამ, გიორგი მირზიკაშვილმა, ბაკურ ჯინჯოლავამ, ნიკა კონიაშვილმა და ლევან ოსიყვაშვილმა იასპარეზა. მომდევნო შეხვედრას ტურნირის მოქმედი ჩემპიონები 16 აგვისტოს სლოვაკეთთან ჩაატარებენ.