• Geo
  • Eng
08.06.2018
10 ივნისი დინამოს ისტორიაში

კვირას 10 ივნისს ჩვენი გუნდი საიუბილეო პირველობის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას ჩაატარებს, რომელშიც საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს.

10 ივნისს თბილისელებს თავის ისტორიაში სულ 5 ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული, რომლიდანაც 3 გამარჯვებით დაასრულეს და 2 მატჩში დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 6/8.

1945 წელს დინამომ მოსკოვში სახალხო გუნდი გიორგი ანთაძის და ვიქტორ პანიუკოვის გოლებით 2:1 დაამარცხა. 1974 წელს ჩვენი გუნდი ალმათიში დიდი ანგარიშით 0:5 დამარცხდა. 10 წლის შემდეგ კი დინამომ მინსკელი თანაკლუბელები მიიღო და 2:0 აჯობა. გოლები იაგო ჟორჟიკაშვილმა და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს.

1990 წელს ჩვენმა გუნდმა ბათუმთან 0:2 დათმო. მომდევნო წელს კი იმავე ანგარიშით შევარდენს ვაჯობეთ. გოლები შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024