• Geo
  • Eng
19.08.2018
პატარა დინამოელები გაბალაში

დინამო თბილისის 11 და 14 წლამდე გუნდები აზერბაიჯანში, კეძოდ კი გაბალაში იმყოფებიან. დამეგობრებული აკადემიები უკვე 2 წელიწადია ერთმანეთს სტუმრობენ და ამხანაგურ მატჩებსაც მართავენ. დღეს დინიამოელებმა ადგილობრივ თანატოლებთან უკვე გამართეს მატჩები და ორივე შეხვედრაში იმარჯვეს. 11 წლამდელებმა 2:1 მოიგეს. რეზო გვარაკიძის გუნდიდან თავი ბარნოვმა და ნათენაძემ გამოიჩინეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა კი თათულაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე. დინამოელები ზეგ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან გაბალას და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებიან.

U11 დინამო: ვარძელაშვილი, გვასალია, ხარებაშვილი, წულაია, კაკულია, ნათენაძე, კაკაშვილი, ხუციშვილი, სალია

შეცვლაზე შევიდნენ: უზოევი, გოგოლი, გვაზავა, რეხვიაშვილი, ჭიღლაძე, ბარნოვი, ჭოლოკავა, აბაშიძე

U14 დინამო: ბერუაშვილი, ჯანაშია, გაფრინდაშვილი, გოგებაშვილი, აღდგომელაშვილი, ცხოვრებაშვილი, თათულაშვილი, ხუტიაშვილი, დევიძე, ლაცაბიძე, შიოლაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: არჩაია, მოლაშვილი, თოდუა, ქართველიშვილი, ნიკოლაიშვილი, როსივერი, კვერენჩხილაძე, ჯოჯუა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024