დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დღეს ამხანაგური მატჩი გაიმართა. ჩვენმა გუნდმა ნორჩ დინამოს უმასპინძლა. კახი კაჭარავამ გუშინდელ შეხვედრაში უთამაშებელ ფეხბურთელებთან ერთად 19 წლამდე გუნდის წევრებიც დატვირთა. ანგარიში შეხვედრის დებიუტში თორნიკე ძოწენიძემ გახსნა, მეორე ტაიმში კი ლევან შენგელიამ 2:0 გახადა სხვაობა. სპარინგის ბოლოს გიორგი ბერიაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა და შეხვედრაც 2:1 დასრულდა. დინამოელები მომდევნო მატჩს ეროვნულ ლიგაში 31 აგვისტოს საჩხერის ჩიხურასთან გამართავენ.
დინამო: ბულისკერია, გაბელაია, ძოწენიძე, ქაფიანიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, კიტეიშვილი, ზარია, ივანიშვილი, ქოჩლაძე, ერგემლიძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: მამარდაშვილი, გილმორი, უგრეხელიძე, მოისწრაფიშვილი, კუცია, გულდედავა, ვერულიძე, ბაბუნაძე