• Geo
  • Eng
18.08.2018
ფრე სამტრედიასთან

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 21- ე ტურის შეხვედრა, რომელშიც დინამომ სამტრედიას უმასპინძლა წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა ტრაგიკულად დაღუპული თედო კაკულიასა და ტატა რევიშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეცხრე წუთზე აკაკი შულაიამ კარის აღების რეალური შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ათ წუთში მათე ვაწაძემ გაისროლა საჯარიმოს მისადგომებიდან, ეს დარტყმულიც არაზუსტი გამოდგა. ტაიმის ბოლოს მათე ვაწაძის დარტყმული სანტიმეტრებში აცდა სამტრედიას კარს. რასაც ლევან ხარაბაძის გასროლა მოჰყვა, თუმცა ისიც უშედეგო. ტაიმმა დინამოს სრული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით ჩაიარა.  მეორე ნახევარი ასევე თბილისელთა შეტევით გაიხსნა, აკაკი შულაიას ჩაწოდებულს მათე ვაწაძე თავური დარტყმით გზავნიდა კარში, სერგეი პოგორილმა ბოლო წამს უკუაგდო ბურთი. 58- ე წუთზე დავით კობოურის ნაცვლად მოედანზე ლევან შენგელიას დებიუტი შედგა. 65- ე წუთზე აკაკი შულაიას მახვილი კუთხიდან დარტყმული ჯერ მეკარემ და შემდეგ ხარიხამ მოიგერია. სამიოდე წუთში ჯერ სამტრედიას სახიფათო კონტრშეტევა ჩაშალა ბაქარ ქარდავამ, შემდეგ კი შულაია-ვაწაძის შეტევა და ბურთი ზევიდან გადაცდა სამტრედიას კარს. შეხვედრის ბოლოს ლაშა თოთაძის სახიფათოდ დარტყმული და ლევან შენგელიას ტექნიკური დარტყმა - ორივეჯერ ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა სტუმართა კარს. საბოლოო შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

დინამო  0:0  სამტრედია

 

გაფრთხილება: თოთაძე 42’  ლოჩოშვილი 69’  გოგიაშვილი 71’  ჯგერენაია 88’ 

 

დინამო: სიკაჩი, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, ნინუა, ქარდავა (ზარია 68), შულაია, კობოური (შენგელია 58), ვაწაძე, ზივზივაძე

სამტრედია: პოგორილი, გოგიაშვილი, ჯგერენაია, გურული (ფატიჩი 74), ახალაძე, ჩაჩუა, მესიაჩენკო (მამასახლისი 46), ლიპარტია (მაქაცარია 64), ენდელაძე, ტუღუში, კოშმანი

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024