მოგეხსენებათ ეროვნული ლიგის 22- ე ტურში ჩასატარებელი ქართული დერბი გადადებულია. შესაბამისად დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, რომელშიც გაგრას უმასპინძლეს. სპარინგ-მატჩში მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თავი გიორგი ობოლაძემ გამოიჩინა. დინამოელთა მასირებულ შეტევებს კი შედეგი მალე მოჰყვა. ნიკა ნინუამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით აღადგინა წონასწორობა. პაატა კიტეიშვილმა დააწინაურა დედაქალაქელები. მესამე გოლი სწრაფ შეტევას მოჰყვა, ზუსტად კი მიხეილ ერგემლიძემ ითამაშა და შეხვედრის ბოლო კიტეიშვილმა ლამაზი დარტყმით დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა. დინამო 23- ე ტურის შეხვედრას 31 აგვისტოს ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურასთან გამართავს.
დინამო: სიკაჩი, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, გილმორი, კობოური, ქარდავა, ქოჩლაძე, ზარია, შენგელია, ივანიშვილი, ვაწაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ბულისკერია, ძოწენიძე, რუხაია, შულაია, კიტეიშვილი, დარცმელია, კუცია, ნინუა, ერგემლიძე, ხარაბაძე