დინამოს აკადემიის 11 და 14 წლამდე გუნდები აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი გუნდის თანატოლებთან ამხანაგური მატჩებიც გამართეს. დამეგობრებული აკადემიები უკვე 2 წელიწადია ერთმანეთს სტუმრობენ და ამხანაგურ მატჩებსაც მართავენ. ორიოდე დღის წინ ორივე მატჩში დინამომ იმარჯვა - შესაბამისად 11 წლამდელებმა 2:1 და 14 წლამდელებმა 1:0. დღეს კი რეზო გვარაკიძის გუნდმა 4:3 მოიგო. კაკულიამ და სალიამ ორ- ორი გოლი გაუტანეს მასპინძლებს. ვასილ გეგუჩაძის შეგირდები კი 1:3 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი შიოლაშვილის ანგარიშზეა. დინამოელები უკვე გამოემგზავნენ სამშობლოში.
U11 დინამო: ბედიაშვილი, გვასალია, უზოევი, გვაზავა, ნათენაძე, ჭიღლაძე, ხუციშვილი, ჭოლოკავა, სალია
შეცვლაზე შევიდნენ: ღვარძელაშვილი, გოგოლი, ხარებაშვილი, წულაია, კაკაშვილი, რეხვიაშვილი, ბარნოვი, კაკულია, აბაშიძე
U14 დინამო: ჯოჯუა, არჩაია, მოლაშვილი, გოგებაშვილი, კვერენჩხილაძე, ცხოვრებაშვილი, ხუტიაშვილი, თოდუა, შიოლაშვილი, როსივერი, ნიკოლაიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, ჯანაშია, გაფრინდაშვილი, აღდგომელაშვილი, ქართველიშვილი, ლაცაბიძე, თათულაშვილი, დევიძე