ოქროს ლიგის 19 წლამდელთა გათამაშებაში დინამომ მორიგი ტურის შეხვედრა გამართა, რომელშიც საბურთალოს უმასპინძლა. გათამაშების მოქმედმა ჩემპიონმა წინა სეზონის გამარჯვებულს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა და ორის წილ რვა გოლი გაუტანა. 2-2 გოლი მექვაბიშვილმა და მოისწრაფიშვილმა გაიტანეს. დანარჩენი 4 კი ძოწენიძის, გაბელაიას, გულდედავას და გაბუნიას აგარიშზეა. დინამოელები სანაკრებო პაუზის პერიოდში შეისვენებენ და პირველობას 20 ოქტომბრიდან სამტრედიასთან შეხვედრით განაახლებენ.
U19 დინამო 8:2 საბურთალო
U19 დინამო: მამარდაშვილი, უგრეხელიძე, ძოწენიძე (კიტეიშვილი 58), გაბიტაშვილი, დარცმელია, გაბელაია, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, აზაროვი, ბაბუნაძე (გაბუნია 46) გულდედავა