საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 3 სექტემბერს ლიეტუვაში გაემგზავრება სადაც ოთხ დღეში ევროშესარჩევი ეტაპის მატჩს მასპინძლებთან გამართავს. ამის შემდეგ 11 სექტემბერს 21 წლამდე ჯვაროსნები მალტას ამხანაგურად გაეჯიბრებიან. გია ცეცაძემ აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან 4 ფეხბურთელს - დავით კობოურს, ლუკა ლოჩოშვილს, აკაკი შულაიას და ნიკა ნინუას უხმო.