განახლდა ეროვნული პირველობის ოქროს ლიგა 17 წლამდელთა შორის. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ნორჩი დინამო მიიღო და დიდი ანგარიშით 14:0 დაჯაბნა მეტოქე. დინამოელთა ახალწვეულმა ლაშა აწყურელმა ხუთი გოლი გაუტანა მეტოქეს. ჰეთ თრიქი კოპალეიშვილმა და თუდებმა შეასრულეს. თითო გოლი ლომთაძის, ფარულავას და კაჭარავას ანგარიშზეა. გოჩა ჩიქოვანის გუნდი ჩემპიონატს 5 ჩატარებული მატჩიდან მაქსიმალური შედეგით ლიდერობს, გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 28/1. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ჭაბუკები 2 სექტემბერს 35- ე სკოლასთან გამართავენ.
დინამო 14:0 ნორჩი დინამო
U17 დინამო: კუტალაძე, კვარაცხელია, ქველაძე, ჭავჭანიძე (ერაძე), წაქაძე (მირზიკაშვილი), თუდები, ჩარკვიანი (აწყურელი), ოსიყმაშვილი, ფარულავა (კაჭარავა), კოპალეიშვილი, ლომთაძე (ზურებიანი)