• Geo
  • Eng
17.06.2018
17 ივნისი დინამოს ისტორიაში

დღეს ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურში საბურთალოს შეხვდება. 17 ივნისს დინამოს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი ჩაუტარებია. აქედან 2 მოვიგეთ და ერთხელ დავმარცხდით. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 10/5 დინამოს სასარგებლოდ.

სსრკ- ს პირველობაზე 1938, 1973 და 1978 წლებში ვითამაშეთ და სამივეჯერ გატანილი და გაშვებული გოლების გარეშე დავცილდით მეტოქეებს. პირველ შემთხვევაში ეს იყო ოდესაში თანაკლუბელებთან მატჩი, მეორედ იყო თბილისში ერევნის არარატთან და მესამედ იმავე მეტოქესთან ოღონდ ერევანში.

1991 წელს დინამომ მიხეილ ყაველაშვილის და ზაზა რევიშვილის გოლებით გორის დილა 2:0 დაამარცხა. 2 წლის შემდეგ ჩვენი გუნდი გურჯაანში ალაზანს შეხვდა და უხვგოლიან შეხვედრაში 3:5 დამარცხდა. დუბლი გიორგი ქინქლაძემ შეასრულა, ერთი გოლიც არჩილ არველაძის ანგარიშზეა. 2017 წელს კი დინამო სწორედ დღევანდელ მეტოქეს - საბურთალოს შეხვდა და ხუთი უპასუხო გოლით დაჯაბნა მეტოქე. ორი გოლი გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა, დანარჩენი კი ბაჩანა არაბულის, საბა ლობჟანიძის და ნიკა ნინუას ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024