დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ განაახლა ჩემპიონატი. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა ოქროს ლიგის მეხუთე ტურში ბათუმის დინამო მიიღეს და 4:1 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მოისწრაფიშვილმა მატჩის მე- 18 წუთზე გახსნა. სტუმრებმა პირველივე ტაიმში აღადგინეს წონასწორობა. მექვაბიშვილმა მე- 60 წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. დარცმელიამ ზუსტი და მოხდენილი საჯარიმო დარტყმით 74- ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა ბათუმელთა კარში. ხოლო საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შესულმა ხორხელმა მე- 80 წუთზე დააფიქსირა. დინამოელები გათამაშების ცხრილში პირველ ადგილს ლოკომოტივთან იყოფენ, თუმცა ერთი თამაშით მეტი აქვთ გამართული.
U19 დინამო თბილისი 4:1 დინამო ბათუმი
U19 დინამო თბილისი: მამარდაშვილი, აზაროვი, ძოწენიძე, ბასარია, გაბელაია, მექვაბიშვილი, დარცმელია, მოისწრაფიშვილი (ხორხელი 77), გულდედავა, ბერიაშვილი (კალანდაძე 67), ბაბუნაძე (აწყურელი 73)