პირველიდან ხუთი სექტემბრის ჩათვლით მარტვილის საფეხბურთო სკოლა 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა ტურნირს უმასპინძლებს. მომავლის თასი 2018 დინამო თბილისის ორგანიზებით გაიმართება და მასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. დღეს წილისყრა გაიმართა და გუნდები ორ ჯგუფად გადანაწილდნენ. ა ჯგუფში მარტვილის დინამოსთან ერთად სამტრედია, ხობის კოლხეთი და ლანჩხუთის გურია იასპარეზებენ. ბ ჯგუფში დინამო თბილისს წინააღმდეგობას ზესტაფონის მარგვეთი, ზუგდიდის ბაია და ფოთის კოლხეთი გაუწევენ. ტურნირში მონაწილე გუნდების მგზავრობის ხარჯებს მთლიანად დინამო თბილისი დაფარავს, თავად დინამო კი გათამაშებაში ერთი წლით უმცროსი გუნდით იასპარეზებს, რომელსაც კახა გოგოლაძე ხელმძღვანელობს.