• Geo
  • Eng
22.06.2018
23 ივნისი დინამოს ისტორიაში

შაბათს 23 ივნისს დინამოელები მორიგი ტურის შეხვედრას ჩაატარებენ. თბილისელები ბოლნისის სიონს მიიღებენ. 23 ივნისს დინამოს თავის ისტორიაში 5 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ჩვენმა გუნდმა ერთი მატჩი მოიგო და ორი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 6/6.

1945 წელს დინამო მოსკოვში ლოკომოტივს შეხვდა და 1:1 ითამაშა. გოლი ასლან ხარბედიამ გაიტანა. 1962 წელს ჩვენმა გუნდმა ხარკოვის ავანგარდი მიიღო და 4:1 დაჯაბნა მეტოქე. ზაურ კალოევმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ვლადიმერ ბარქაიამ და თენგიზ მელაშვილმა გაიტანეს. 1967 წელს დინამო დონეცკის შახტიორთან 1:2 დამარცხდა. ჩვენი გუნდის მხრიდან ზუსტი თამაშით გივი ნოდია გამოირჩა. 1971 წელს თბილისელები მოსკოველ თანაკლუბელებთან 0:2 დამარცხდნენ, მომდევნო წელს კი მოსკოვის ცსკა- თან მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024