ხუთი დღეა რაც დედაქალაქური დინამო დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ანდრეს კარასკოს გუნდი 27 იანვრამდე თბილისში გაივლის შეკრებას და ორ ტესტ მატჩს გამართავს - 20 იანვარს ლოკომოტივთან, ხოლო 25 იანვარს თელავთან.
27 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპს დინამო თურქეთში გაივლის, სადაც 20 თებერვლამდე დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 31 იანვარს პრაღის ბოჰემიანსს (ჩეხეთი) შევხვდებით, 4 თებერვალს ლუჰანსკის ზორიას (უკრაინა) ვესპარინგებით, 8 თებერვალს მეტოქეობას ლატვიური ვალმიერა გაგვიწევს, 13 თებერვალს კიევის დინამოსთან (უკრაინა) მოვსინჯავთ ძალებს, ხოლო დასკვინითი სპარინგი 19 თებერვალს, მოლდოვურ ბელცისთან გვექნება.
დინამო თურქული შეკრებიდან თბილისში დაბრუნდება და ჩემპიონატის გახსნამდე, რომელიც 1 მარტსაა დაგეგმილი, ადგილზე მოემზადება.