მარტვილში სტარტი აიღო მომავლის თასი 2018- ის გათამაშებამ, რომელიც დინამო თბილისის ორგანიზებით იმართება. მარტვილის საფეხბურთო სკოლაში მიმდინარე ტურნირის პირველ დღეს დინამოელები ზესტაფონის მარგვეთს შეხვდნენ და ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხეს იმერლები. შეგახსენებთ, რომ ტურნირი 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის იმართება, ხოლო დინამო ერთი წლით უმცროსი გუნდით ასპარეზობს. ზესტაფონთან შეხვედრაში გოლები ქელდიშვილმა, ნაჭყებიამ, ბერელიძემ და ჩიკვილაძემ (ორი) გაიტანეს. კახა გოგოლაძის გუნდი ჯგუფში კიდევ ორ მატჩს გამართავს. დინამოელები ზუგდიდის ბაიას და ფოთის კოლხეთს შეხვდებიან.
დინამო თბილისი 5:0 მარგვეთი ზესტაფონი
დინამო: ხელაშვილი, პატარკაციშვილი, გრიგალავა, ქელდიშვილი, ბენდიანიშვილი, ფეიქრიშვილი, თურქია, შაშიაშვილი, ნაჭყებია, ბუბუტეიშვილი, ვარსემაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: საური, ბაღიშვილი, საჯაია, ბერელიძე, ჩიკვილაძე, ინაიშვილი, ბურდიაშვილი, ბერძენიშვილი