დინამო თბილისის 17 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა, რომელშიც 35- ე საფეხბურთო სკოლას უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 5:0 დასრულდა. ანგარიში 22- ე წუთზე კოპალეიშილმა გახსნა, რასაც ხუთიოდე წუთში აწყურელის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტი მოჰყვა. მეორე ტაიმის დებიუტიდან ათწუთიანი ინტერვალებით კაჭარავამ, ხორხელმა და ქველაძემ გამოიჩინეს თავი და დინამომ დიდი ანგარიშით იმარჯვა. გოჩა ჩიქოვანის გუნდი სატურნირო ცხრილში მაქსიმალური შედეგით და ბურთების ბალანსით 33/1 ლიდერობს. მომდევნო მატჩს თბილისლები ქუთაისში ტორპედოსთან 8 სექტემბერს გამართავენ.
U17 დინამო 5:0 35- ე სკოლა
U17 დინამო: თვალაძე, მელიქიშვილი, ჭავჭანიძე, კალანდაძე, ქველაძე, ოსიყმაშვილი, კოპალეიშვილი, ფარულავა, ჩარკვიანი, ხორხელი, აწყურელი
შეცვლაზე შევიდნენ: მირზიკაშვილი, ერაძე, კაჭარავა, კვარაცხელია, ზურებიანი