დინამო თბილისი მარტვილში მიმდინარე მომავლის თასი 2018- ის გათამაშების გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კახა გოგოლაძის გუნდმა მარტვილის დინამო 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში მასპინძლებმა მე- 12 წუთზე ფარცვანიას ზუსტი დარტყმით გახსნეს. სამიოდე წუთში ბუბუტეიშვილმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო მატჩის 30- ე წუთზე გამარჯვების გოლი გრიგალავამ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ტურნირი 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის იმართებოდა, ხოლო დინამო ერთი წლით უმცროსი გუნდით ასპარეზობდა. თბილისელებმა ფინალამდე ზესტაფონის მარგვეთს მოუგო 5:0, ზუგდიდის ბაიას 1:0 აჯობეს და დამარცხდნენ ფოთის კოლხეთთან 1:2. თბილისელებმა ნახევარფინალში ხობის კოლხეთს 2:0 მოუგეს.
10- დან 15 სექტემბრის ჩათვლით მარტვილი კიდევ ერთ ტურნირს უმასპინძლებს, რომელიც 2007 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გაიმართება. დინამო ერთი წლით უმცროსი გუნდით გამოვა ტურნირზე.
დინამო მარტვილი 1:2 დინამო თბილისი
დინამო: ხელაშვილი, პატარკაციშვილი, გრიგალავა, ქელდიშვილი, ბენდიანიშვილი, ფეიქრიშვილი, თურქია, შაშიაშვილი, ნაჭყებია, ბუბუტეიშვილი, ვარსემაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: საური, საჯაია, ჩიკვილაძე, ბურდიშვილი, ინალიშვილი, კერესელიძე, ბერძენიშვილი, ბესელიძე, ბაღიშვილი