• Geo
  • Eng
05.09.2018
ფრე ბოსნიაში

მოგეხსენებათ საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ბოსნიაში იმყოფება. გიორგი მიქაძის გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ადგილობრივ თანატოლებთან და ფრედ 1:1 ითამაშა. გოლი მასპინძელთა კარში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. დინამოელთაგან შეხვედრაში მონაწილეობა 7 ფეხბურთელმა მიიღო. დემეტრე ბულისკერია, არჩილ ბასარია, ბექა დარცმელია (კაპიტანი), ფირუზ გაბიტაშვილი, ლევან ხარაბაძე და თაზო ბაბუნაძე ძირითადში იმყოფებოდნენ, ხოლო ნიკა გაბელაია შეცვლაზე შევიდა. ეს გუნდები ერთმანეთს 7 სექტემბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024