• Geo
  • Eng
05.09.2018
15 წლამდელებმა ოლიმპიკი დაამარცხეს

15 წლამდელთა ოქროს ლიგის გათამაშებაში დინამომ ოლიმპიკს უმასპინძლა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა მეტოქეს ყველა სატამაშო კომპონენტში აჯობა და დიდი ანგარიშით 8:0 დაამარცხა. დუბლი ჩხეტიანმა და აბუაშვილმა შეასრულეს. დარჩენილი 4 გოლი კი იობაშვილმა, უგრეხელიძემ, სიხარულიძემ და გოგობერიშვილმა გაიტანეს. სატურნირო ცხრილში 6 ჩატარებული მატჩის შემდეგ 15 ქულით და ბურთების ბალანსით 24/2 დინამოელები პირველ ადგილს იკავებენ. მომდევნო მატჩს ჩვენი ჭაბუკები 8 სექტემბერს ბათუმის დინამოს წინააღმდეგ ჩაატარებენ.

U15 დინამო 8:0 ოლიმპიკი

U15 დინამო: ტურძელაძე, ხვადაგიანი, გაგნიძე, სალუქვაძე, გოგოტიშვილი, ქავთარაძე, აბუაშვილი, უგრეხელიძე, ჩხეტიანი, იობაშვილი, გეგიძე

შეცვლაზე შევიდნენ: სიჭინავა, სიხარულიძე, შენგელია, გოგობერიშვილი, ბაბლუანი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024