• Geo
  • Eng
29.06.2018
კოლხეთი - დინამო | მატჩამდე

ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ ზესტაფონში გამართავს. დაპირისპირება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდი - კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს კოლხეთი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა მის რეკონსტრუქციამდე კოლხეთი სტუმრებს ზესტაფონში მასპინძლობს. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 წელს მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი 1913- ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. მესამეზე გავიდა კოლხეთი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. 2013/2014 სეზონში ფოთელებმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავეს და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს.

 

 

მწვრთნელი და კოლხეთი

ამა წლის მაისიდან ფოთელთა გუნდი რუსმა ფეხბურთის სპეციალისტმა - ვიქტორ დემიდოვმა ჩაიბარა. მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში 16 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 14 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამო - კოლხეთი | ურთიერთშეხვედრები

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 60 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 41 შემთხვევაში იმარჯვეს, 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 140/43 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება - ანგარიშით 6:1 ორჯერ დაფიქსირდა. 1998 წლის 30 ნოემბერს და 2017 წლის 21 ივლისს. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ. ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2018 წლის 27 აპრილს დინამო არენაზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ მასპინძელთა გამარჯვებიტ 4:1 დასრულდა. გოლები ბუდუ ზივზივაძემ, ოთარ კიტეიშვილმა (2) და ლევან ხარაბაძემ გაიტანეს.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი გაუძღვება. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ტ. რუხაია შეასრულებს. დისკვალიფიკაციის გამო მატჩს დინამოელი ფეხბურთელები - ლუკა ლოჩოშვილი და დმიტრო ივანისენია გამოტოვებენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024