დიღმის ბაზაზე დინამოელებმა კიდევ ერთი სპარინგი ჩაატარეს. დინამო გაგრას შეხვდა და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა. გოლი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა. კახი კაჭარავას აღნიშნულ სპარინგში არერთი ფეხბურთელი აკლდა, რომლებიც სანაკრებო პაუზის პერიოდში 21 და 19 წლამდე ჯვაროსნების ღირსებას იცავენ. შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს დინამო არენაზე 24- ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დინამო საბურთალოს უმასპინძლებს.
დინამო: კუტალაძე, რუხაია, თოთაძე, ქაფიანიძე, უგრეხელიძე, ქარდავა, ივანისენია, ქოჩლაძე, ივანიშვილი, შენგელია, ზივზივაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ვაწაძე, ზარია, კუცია, კიტეიშვილი, ერგემლიძე, გულდედავა