• Geo
  • Eng
07.09.2018
მომავლის თასზე გამორჩეულები

მარტვილში დასრულდა მომავლის თასი 2018- ის პირველი გათამაშება. მოგეხსენებათ ტურნირი დინამო თბილისის ორგანიზებით გაიმართა და 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ჩატარდა. ჩვენი გუნდი, რომელიც ტურნირში ერთი წლით უმცროსი კონტიგენტით ასპარეზობდა - გათამაშების გამარჯვებული გახდა. კახა გოგოლაძის გუნდმა ფინალში მარტვილის დინამოს 2:1 მოუგო. ტურნირის ორგანიზატორებმა საჩემპიონო თასთან და მედლებთან ერთად გათამაშების გამორჩეული ფეხბურთელები სხვა და სხვა ნომინაციებში დააჯილდოვეს.

ტურნირის საუკეთესო მეკარე ჩვენი გუნდის კიპერი მათე საური გახდა. საუკეთესო მცველის ტიტული მარტვილელმა გიორგი სურმავამ ჩაიბარა. საუკეთესო ნახევარმცველი დინამოელი გიორგი შაშიაშვილი გახდა. თავდამსხმელებში ორგანიზატორებმა დინამოელი ლევან ნაჭყებია გამოარჩიეს. ტექნიკური ფეხბურთელის პრიზი მასპინძელმა ლაშა გადელიამ დიმსახურა. თასის ბომბარდირი 6 გოლით მარტვილელი გიორგი ფარცვანია გახდა. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული თბილისელმა რატი გრიგალავამ მიიღო, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ჩვენი გუნდის კაპიტანი ლექსო ფეიქრიშვილი დაასახელეს. მაყურებლის სიმპათია ხობელი ბექა დრსალია და ზუგდიდელი საბა სამუშია გახდნენ. საუკეთესო მწვრთნელის პრიზით კი ზუგდიდის ბაიას თავკაცი ოთარ ძალამიძე დააჯილდოვეს.

10-14 სექტემბერს მარტვილში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართება. ამჯერად 2007 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024