• Geo
  • Eng
03.07.2018
5 ივლისი დინამოს ისტორიაში

5 ივლისს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრას გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.

დინამოელებს 5 ივლისს 7 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული (ხუთივე სსრკ- ს ჩემპიონატში), რომლიდანაც მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 8/14.

1939 წელს დინამო მოსკოვში ლოკომოტივთან 1:3 დამარცხდა. გოლი ბორის პაიჭაძემ გაიტანა. 1946 წელს ჩვენი გუნდი ისევ მოსკოვში დამარცხდა, ამჯერად დინამოსთან 1:4. გოლი კი ისევ ბორის პაიჭაძის ანგარიშზეა. 1971 წელს თბილისელები კიევში ადგილობრივ დინამოს დაუზავდნენ 1:1. შედეგიანად მანუჩარ მაჩაიძემ ითამაშა. 1977 წელს თბილისელებმა მოსკოვის ტორპედო რევაზ ჩელებაძისა და დათო ყიფიანის გოლებით 2:0 დაამარცხეს. 6 წლის შემდეგ ჩვენი გუნდი ხარკოვში მეტალისტთან 3:4 დამარცხდა. რამაზ შენგელიამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც გოჩა გოგრიჭიანის ანგარიშზეა. 1984 და 1985 წლებში დინამოელები ერთნაირი ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ ლენინგრადში ზენიტთან და მოსკოვში დინამოსთან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024