საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალტასთან ამხანაგურ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა. ლა ვალეტაში ჩატარებული შეხვედრა ახალგზრდა ჯვაროსნების სრული უპირატესობით წარიმართა და ეს საბოლოო შედეგში აისახა. დუბლი ლუკა ზარანდიამ და ვატო არველაძემ შეასრულეს, ერთი გოლი კი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა. დინამოელთაგან გია ცეცაძემ ძირითად შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილს და ნიკა ნინუას ანდო ადგილი, ხოლო აკაკი შულაია მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.