ოქროს ლიგის 17 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელებმა თანაქალაქელ ლოკომოტივს უმასპინძლეს. დედაქალაქური დერბი დაძაბულად წარიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ლოკომოტივის კარში ჭავჭანიძემ გაიტანა. დინამოელებმა ბოლო ორ შეხვედრაში ოდენ ერთი ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაკარგეს. ჩვენი გუნდი 16 სექტემბერს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელიც გორში გაიმართება, ადგილობრივ დილას შეხვდება. სწორედ გორელები იმყოფებიან დღეისათვის პირველ ადგილზე და მოქმედ ჩემპიონებს 3 ქულით უსწრებენ.
U17 დინამო 1:1 ლოკომოტივი
U17 დინამო: ხარშილაძე, მელიქიშვილი, ჭავჭანიძე, კალანდაძე, წაქაძე, ოსეყმაშვილი, კოპალეიშვილი, ფარულავა, ჩარკვიანი, აწყურელი, ლომთაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ერაძე, ჩიჩუა, მორჩილაძე, კაჭარავა, ზურებიანი, თუდები