• Geo
  • Eng
11.09.2018
დინამოელები თენგიზ ბურჯანაძის თასზე

გორში 13 წლამდე ფეხბურთელთა შორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის თასის გათამაშება მიმდინარეობს. დინამო თბილისი ვლადიმერ გოჩაშვილის ხელმძღვანელობით ტურნირზე ბ ჯგუფში ასპარეზობს. თბილისელებმა უკვე ჩაატარეს ორი მატჩი და ორივეში გამარჯვება იზეიმეს. ლურჯ-თეთრებმა ჯერ საბურთალო დაჯაბნეს 5:1, შემდეგ კი გორის დილას 2:0 აჯობეს. პირველ მატჩში ნინიძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, თითო გოლი პარკაძემ და ხორხელმა გაიტანეს. გორის დილასთან კი თავი ფარცვანიამ და ხარჩილავამ გამოიჩინეს. დინამოელები ჯგუფში ბოლო მატჩს ბათუმის დინამოსთან გამართავენ და ფრის შემთხვევაშიც ტურნირის ფინალის საგზურს მიიღებენ.

 

U13 დინამო 5:1 საბურთალო

U13 დინამო 2:0 დილა

 

U13 დინამო: გობედაშვილი, ბუცხრიკიძე, ხარჩილავა, სურმავა, მახათაძე, ცეცხლაძე, სიგუა, ფარცვანია, ნინიძე, გიუნაშვილი, გოგიჩაიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ბაჩილავა, ჩხიკვაძე, ხორხელი, ბულუხაძე, ჩიტოშვილი, პარკაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024