• Geo
  • Eng
10.09.2018
პატარა დინამოელებმა სამტრედია დაამარცხეს

მარტვილში მომავლის თასი 2018- ის გათამაშების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 2007 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის იმართება. დინამოელები ამ ტურნირშიც ერთი წლით პატარა გუნდით გამოდიან, დედაქალაქელთა ღირსებას კი ზურა ელიავას შეგირდები იცავენ. დღეს დინამოელები სამტრედიას შეხვდნენ და 7:1 დაამარცხეს მეტოქე. სილაკაძემ მეტოქეს 4 გოლი გაუტანა, თითოჯერ თავი ტალახაძემ, ბართიშვილმა და შათირიშვილმა გამოიჩინეს. ხვალ ჩვენი გუნდი ქუთაისის მართვეს შეხვდება.

დინამო 7:1 სამტრედია

დინამო: მელქაძე, ადამია, ტალახაძე, ბენდელიანი, მხეიძე, ლომიძე, შუბითიძე, ხარებაშვილი, ბაშარული

შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, შათირიშვილი, ციკოლია, ჯანელიძე, წიქარიშვილი, სილაკაძე, ჯანაშია, ბართიშვილი, ერიაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024