მარტვილში მომავლის თასი 2018- ის გათამაშების მეორე ეტაპი მიმდინარეობს რომელიც 2007 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის იმართება. დინამოელები ამ ტურნირშიც ერთი წლით პატარა გუნდით გამოდიან, დედაქალაქელთა ღირსებას კი ზურა ელიავას შეგირდები იცავენ. თბილისელებმა ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძლებთან, მარტვილის დინამოსთან გამართეს და სამი უპასუხო გოლით დაამარცხეს მეტოქე. გოლები სილაკაძემ, ლომიძემ და ბენდელიანმა გაიტანეს. შეგახსენებთ თბილისელებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამტრედია 7:1 დაჯაბნეს. ქუთაისის მართვეს 4:1 მოუგეს და 10:0 აჯობეს ფოთის კოლხეთს. გადამწყვეტ შეხვედრაში დინამო ზუგდიდის ბაიას შეხვდება.
დინამო მარტვილი 0:3 დინამო თბილისი
დინამო: ერიაშვილი, შუბითიძე, ხარებაშვილი, ციკოლია, შათირიშვილი, ბენდელიანი, ადამია, სილაკაძე, მელქაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, ბაშარული, მხეიძე, ლომიძე, ჯანელიძე, წიქარიშვილი, ჯანაშია, ბართიშვილი, ტალახაძე