მარტვილში მიმდინარე მომავლის თასი 2018- ის გათამაშების მეორე ეტაპზე პატარა დინამოელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ფოთის კოლხეთთან გამართეს და 10:0 დაამარცხეს მეტოქე. 3 გოლი ბართიშვილმა გაიტანა, 2 ზუსტი დარტყმა ბენდელიანის ანგარიშზეა. დანარჩენი გოლები სილაკაძემ, ლომიძემ, ციკოლიამ, მელქაძემ და ტალახაძემ გაიტანეს. შეგახსენებთ თბილისელებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამტრედია 7:1 დაჯაბნეს, ხოლო ქუთაისის მართვეს 4:1 მოუგეს. ხვალ ჩვენი გუნდი ტურნირის ნახევარფინალში მარტვილის დინამოს შეხვდება.
დინამო თბილისი 10:0 კოლხეთი ფოთი
დინამო: ბაშარული, მხეიძე, ხარებაშვილი, ლომიძე, შათირიშვილი, ჯანელიძე, ადამია, ტალახაძე, ჯანაშია
შეცვლაზე შევიდნენ: ერიაშვილი, შუბითიძე, ბაქრაძე, ციკოლია, ბენდელიანი, წიქარიშვილი, სილაკაძე, ბართიშვილი, მელქაძე