გორში მიმდინარე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის თასის გათამაშებაში დინამო თბილისმა ფინალური მატჩის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში საასპარეზოდ ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებს დღეს ბათუმის დინამოსთან ფრეც აწყობდათ, თუმცა დედაქალაქელებმა ნინიძის გოლით 1:0 იმარჯვეს. შეგახსენებთ, რომ დინამომ მანამდე ჯგუფში საბურთალოს მოუგო 5:1 და გორის დილას 2:0. ხვალ ფინალურ მატჩში კი თბილისური დერბი შედგება. ტროფეის მოპოვებაში ჩვენს გუნდს ლოკომოტივი შეეცილება.
U13 დინამო თბილისი 1:0 დინამო ბათუმი
U13 დინამო: გობედაშვილი, ბუცხრიკიძე, ხარჩილავა, სურმავა, მახათაძე, ცეცხლაძე, სიგუა, ნინიძე, გიუნაშვილი, გოგიჩაიშვილი, ფარცვანია
შეცვლაზე შევიდნენ: ბაჩილავა, ჩხიკვაძე, ხორხელი, ბულუხაძე, ჩიტოშვილი, პარკაძე