• Geo
  • Eng
11.09.2018
დინამოელებმა მომავლის თასზე ქუთაისის მართვეც დაამარცხეს

მარტვილში მომავლის თასი 2018- ის გათამაშების მეორე ეტაპი მიმდინარეობს რომელიც 2007 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის იმართება. დინამოელები ამ ტურნირშიც ერთი წლით პატარა გუნდით გამოდიან, დედაქალაქელთა ღირსებას კი ზურა ელიავას შეგირდები იცავენ. დღეს დინამოელები ქუთაისის მართვეს შეხვდნენ და 4:1 დაამარცხეს მეტოქე. გოლები შათირიშვილმა, ჯანელიძემ, სილაკაძემ და მელქაძემ გაიტანეს. შეგახსენებთ გუშინ თბილისელებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამტრედია 7:1 დაჯაბნეს. ხვალ ჩვენი გუნდი ფოთის კოლხეთს შეხვდება.

დინამო 4:1 სამტრედია

დინამო: ერიაშვილი, შუბითიძე, ხარებაშვილი, ციკოლია, შათირიშვილი, ჯანელიძე, წიქარიშვილი, სილაკაძე, ბართიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, ლომიძე, მხეიძე, ბენდელიანი, ჯანაშია, ადამია, ბაშარული, მელქაძე, ტალახაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024