• Geo
  • Eng
16.07.2018
დინამო თბილისი - დუნაისკა სტრედა | მატჩის ბილეთები

19 ივლისს 21.00 საათზე დინამო არენაზე უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი გაიმართება. დინამო თბილისი სლოვაკურ დუნაისკა სტრედას უმასპინძლებს. შეხვედრის ბილეთები დინამო არენას სალაროებში 16 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, ხუთშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს.

ბილეთის ფასი: 5 და 10 ლარი.

შენიშვნა: გაყიდვაშია ყველა ბილეთი, გარდა პირველი იარუსის: 10, 17 სექტორებისა.

SKY BOX- ის ბილეთებისთვის მიმართეთ დინამო არენას სალაროებს (ადგილის ფასი 25 ლარი)

გულშემატკივარს ასევე ბილეთის ელქტრო ვერსიის (მატჩზე მოსახვედრად აუცილებელია თან იქონიოთ ამობეჭდილი ბილეთი) ყიდვა შეეძლება:

https://biletebi.ge/fc-dinamo-tbilisi/dinamo-tbilisi-dunaiska-streda-dinamo-tbilisi-fc-dac-1904

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024