• Geo
  • Eng
14.09.2018
16 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

16 სეტემბერს ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 24- ე ტურის შეხვედრას გამართავს. დინამოს მეტოქეობას საბურთალო გაუწევს, შეხვედრა კი 16.00 საათზე დაიწყება.

16 სექტემბერს დინამოს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 4 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 19/11 თბილისელთა სასარგებლოდ.

1952 წელს დინამომ ლენინგრადელ თანაკლუბელებთან ფრედ 1:1 ითამაშა. გოლი მიხაილ პოტაპოვმა საკუთარ კარში გაიტანა. 1956 წელს თბილისელებმა ლენინგრადის ტრუდოვოი რეზერვს უმასპინძლეს და 2:1 აჯობეს. გოლები ბადრი ხასაიას და ზაურ კალოევის ანგარიშზეა. ორი წლის შემდეგ ისევ ლენინგრადული კლუბი და მარცხი 1:2 ზენიტთან. შოთა იამანიძე ზუსტი დარტყმის ავტორია. 1964 წელს ილია დათუნაშვილის და გიორგი სიჭინავას გოლებით ჩვენმა კლუბმა დონის როსტოვის სკა 2:1 დაამარცხა. 1969 წელს ფრედ 1:1 ვითამაშთ ბაქოს ნეფთჩისთან. გოლი ბაქოელთა კარში ალექსანდრე ილიადის ანგარიშზეა.

1981 წელს თასების თასის 1/16 ფინალში დინამომ ავსტრიული გრაცი 2:0 დაჯაბნა. თავის გამოჩენა ვაჟა ჟვანიამ და რამაზ შენგელიამ მოახერხეს. 1997 წელს უეფას თასის 1/32 ფინალში ბელარუსის მპკც- თან დინამომ 1:1 ითამაშა. გოლი დავით მუჯირმა გაიტანა. 2004 წელს უეფას თასის პირველ რაუნდში თბილისელები პოლონეთის ვისლასთან 3:4 დამარცხდნენ. გოლები ჯაბა კანკავამ, დავით ალადაშვილმა და დავით კვირკველიამ გაიტანეს.

საქართველოს ჩემპიონატში დინამომ 16 სექტემბერს 2014 წელს ითამაშა. ჩვენმა გუნდმა ქობულეთს შუქურა მიიღო და 6:0 დაჯაბნა მეტოქე. დუბლი ნიკოლოზ საბანაძემ შეასრულა. თითო გოლი საბა ლობჟანიძის, ლაშა შერგელაშვილის, გიორგი პაპუნაშვილის და გიორგი ჩირგაძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024