გორში დასრულდა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის თასის გათამაშება. ტურნირის ფინალში თბილისური დერბი გაიმართა. დინამოსა და ლოკომოტივის თვალსასეირო და დაძაბული შეხვედრა ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. გოლები უკლებამ, ფარცვანიამ და ცეცხლაძემ გაიტანეს. შეგახსენებთ ფინალამდე თბილისელებმა საბურთალო 5:1 დაამარცხეს, გორის დილას 2:0 აჯობეს და ბათუმის დინამოს 1:0 მოუგეს. ტურნირზე დინამოელებს ინდივიდუალური პრიზებიც ხვდათ წილად:
- საუკეთესო მეკარე ნიკა ბაჩილავა
- საუკეთესო მცველი საბა ხარჩილავა
- საუკეთესო თავდამსხმელი გიორგი ფარცვანია
- ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა უკლება
- ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა
U13 დინამო 3:1 ლოკომოტივი
U13 დინამო: ბაჩილავა, ბუცხრიკიძე, ხარჩილავა, სურმავა, მახათაძე, ცეცხლაძე, სიგუა, ხორხელი, ნინიძე, უკლება, ფარცვანია
შეცვლაზე შევიდნენ: ჩხიკვაძე, ფეიქრიშვილი, კაიდარაშვილი, ჩიტიშვილი, პარკაძე, ბულუხაძე