• Geo
  • Eng
19.09.2018
დინამო მეოთხედფინალშია

დღეს მარტვილში საქართველოს თასის 1/8 ფინალური მატჩი ჩატარდა. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა მერანმა დინამო თბილისს უმასპინძლა. შეხვედრაშ პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა მეექვსე წუთზე შექმნეს. მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ნიკა ნინუამ შორი მანძილიდან გაისროლა, ბურთი აცდა მასპინძელთა კარს. ათიოდე წუთში ლევან შენგელია შეიჭრა საჯარიმოში, მისი დარტყმულს ჯერ მეკარე დახვდა, შემდეგ კი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. მასპინძლებმა 22- ე წუთზე საკმაოდ სახიფათო შეტევა განახორციელეს. შეტევის მარჯვენა ფრთიდან ნიკოლოზ ხინთიბიძე ამწვავებდა თამაშს, მისი დარტყმული მცირედით აცდა მიზანს. 26- ე წუთზე მერანის ფეხბურთელების სწრაფი კომბინაცია და ამეტ დუგუ ანგარიშის გახსნის რეალურ შანსს უშვებს ხელიდან, სამაგიეროდ მომდევნო შეტევაში ბუდუ ზივზივაძემ გუჯა რუხაიას გადაცემა ერთი შეხებით გადაგზავნა მასპინძელთა კარში. ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევარი პირველთან შედარებით დაბალ ტემპში და სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით განახლდა. იმატა სიხისტემ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. 78- ე წუთზე კი ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. ჩვენი გუნდის ფორვარდი ერთი ერთზე გავიდა და შანსი არ გაუშვა ხელიდან. შეხვედრის 90- ე წუთზე თამაში საკმაოდ დაიძაბა, კუთხურის შემდეგ ზუსტად გიორგი ციმაკურიძემ ითამაშა და შეამცირა ანგარიში. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

 

მერანი  1:2  დინამო

 

გოლი: 0:1 ზივზივაძე 28’  0:2 ზივზივაძე 78’  1:2 ციმაკურიძე 90’ 

გაფრთხილება: თოთაძე 16’  ტყეშელაშვილი 24’  დუგუ 40’ 

 

მერანი: მეშველიანი, ტყეშელაშვილი, ზახარჩენკო, ფაცაცია (კურდღელაშვილი 67), მელიავა, გეგია, ლუცენკო (მოსიაშვილი 46), ციმაკურიძე, დუგუ, ხინთიბიძე, ციცხვაია (გალენკო 56)

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ნინუა (ქოჩლაძე 79), ივანიაენია, შენგელია, კუცია (ქარდავა 69), შულაია (ივანიშვილი 61), ზივზივაძე

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024